“ჩვენი მთავარი სურვილი და ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ზრუნვა იმაზე, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთიან და ძლიერ საქართველოში.

“ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას