ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 2-3%-ით მეტი იმაზე, ვიდრე იყო, რომ არა ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი

ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 2-3%-ით მეტი იმაზე, ვიდრე იყო, რომ არა ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი
რეალურად, ოპოზიცია მოკლევადიან პერსპექტივაში ახერხებს ხოლმე მხოლოდ ეკონომიკაზე და ლარის კურსზე ზემოქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დეკემბერი იყო ამ თვალსაზრისით გამორჩეული იმიტომ, რომ გარკვეული ზიანი მათ ეკონომიკას მიაყენეს.
„ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 2-3%-ით მეტი იმაზე, ვიდრე იყო, რომ არა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა, ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი. შესაბამისად, რაიმე არსებით გავლენას მათი რევოლუციური სცენარები არასდროს არ ახდენდა ხოლმე ეკონომიკურ განვითარებაზე.
ამ 4 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის არაღიარება, იყო ცნობილი შეთანხმებები, მერე ხელმოწერა, მერე თვითმმართველობის , რომელიც დაუკავშირეს რიგგარეშე არჩევნებს, მერე იყო მთლიანობაში, ჯამში, ამ 4 წლის მანძილზე რევოლუციის 4 მცდელობა და ამ ყველაფერის მიუხედავად, ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, იყო 50 მილიარდი ლარი და თითქმის გაორმაგდა, გახდა 90 მილიარდი ლარი ამ 4 წელიწადში, 4 რევოლუციის მცდელობის პირობებში.
ეს ნიშნავს რას, რომ რაღაც მოკლევადიანი ეფექტი ლარის კურსზე თუ ეკონომიკაზე მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რევოლუციურ სცენარებს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ვერავითარ გრძელვადიან ეფექტს ეკონომიკის დაზიანების კუთხით მათი ეს სცენარები ვერ აღწევს. აქაც იგივე იქნება, დეკემბერში გვქონდა მცირე ნეგატიური გავლენა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, თუმცა მალევე აღდგა ყველაფერი. იანვარი არის ეკონომიკური კუთხით აქტიური და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააქტიურდება პროცესები, მათ შორის, ამ ინვესტიციის გათვალისწინებით და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად

ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებიათ – მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამოსულან გარე პოლიტიკური დირიჟორების გავლენიდან – საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მიზანი ერთია – შექმნან ფონი, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო სტანდარტული რეორგანიზაცია, რამდენიმე აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში და “გაკვირვებული” ნაცპარაზიტულად ამუნათებს ყოფილ ხელმძღვანელობას