ჩვენი დამფუძნებელი მყარ პოზიციაზეა, რომელსაც ვერანაირი დაშინება ვერ შეაცვლევინებს – VR Holding

“ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ, საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს”, – ასე პასუხობენ დეველოპერულ კომპანია VR Holding-ში ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის, შესაძლო, სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ამასთან, კომპანიაში ვერ ხვდებიან თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო მათი კომპანიის დამფუძნებელი, -ის კონგრესმენთა მიერ მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის, მარკო რუბიოსთვის საქართველოში დასასანქცირებელი პირების შესახებ გაგზავნილ სიაში.
VR Holding-ში BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ კომპანიას ნოშიკო ნამორაძის მიმართ სრული ნდობა გააჩნია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }