ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე – “

“საქართველოს ბანკის” განცხადებით, გუშინდელ აქციაზე ბანკის გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე დააკავეს.
ბანკის ინფორმაციით, ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ მისი მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისთვის.
“ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე.
საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!”,- აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ