ჩვენი ამოცანაა, არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება არავის მივცეთ – ანრი ოხანაშვილი

უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში – “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით, მსგავს ფაქტებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესების გამოწვევა შეუძლია და აუცილებელია არსებობდეს კანონი, რომელსაც პრევენციული ხასიათი ექნება.
“ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ყველა კონფესიისთვის შეურაცხმყოფელი ქცევა. ძალიან მძიმე პროვოკაციულ ნიშნებსა და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების რისკებს შეიცავდა ეს ნაბიჯი.
ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება. უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ამ ცვლილებებს, რითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისე, როგორც ეს არის ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში,”- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში