ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია – კობახიძე

პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი აცხადებს, რომ მათთვის სანქციებზე საუბარი “არასერიოზულია”.
ამის შესახებ მან 28 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ”,- განაცხადა მ.
მანამდე, საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისია, სადაც ნათქვამია, რომ საპასუხოდ, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონი”, რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მის სასარგებლოდ ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა