“ჩვენთვის მიუღებელია” – პესკოვი დიდი ბრიტანეთის გეგმაზე

NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ინფორმაციამ კრემლი აღაშფოთა, “განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსებას”.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ ინფორმაციას და ვაკვირდებით ევროპელების ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე, NATO-ს ქვეყნების შესაძლო, ჰიპოთეტურ სამხედრო განლაგებაზე უკრაინაში. ეს საკითხი რუსეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები – NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენთვის მიუღებელია” – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი -ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.
ასევე, უკრაინასა და რუსეთში -ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა 18 თებერვალს თქვა, რომ უკრაინაში სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს,

ასევე დაგაინტერესებთ