ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა – ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ

ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა – ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ
ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა, ეს არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მეღვინეობა “ვაინ ერას” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში, რასაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ღვინის ქარხნის გახსნა. ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. მეღვინეობა, ეს არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები არის განსაკუთრებით სასიხარულო და დღეს მიხარია, რომ ჩვენ ამ შესანიშნავი ქარხნის გახსნას ვესწრებით. ეს არის ჩვენი 8 000-წლიანი მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეღვინეობა “ვაინ ერას” ქარხანაში ღვინო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება და ორიენტირებული იქნება მსოფლიო სტანდარტებზე.
„ვაჩნაძიანში ვხედავთ, რომ ერთმანეთს ერწყმის ჩვენი უძველესი მეღვინეობის ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები და ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ღვინო ამ ქარხანაში ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება, რაც იქნება ორიენტირებული მსოფლიო სტანდარტებზე. ეს მიდგომა არის მისასალმებელი – მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა. სწორედ მეცნიერული ანალიზით შეირჩევა საძირეები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მიწისქვეშა მარანი ტემპერატურის კონტროლისთვის – ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარისხის მიღწევას“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის სოციალური ეფექტი – ქარხანაში ათეულობით ადგილობრივი დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას.
„მეღვინეობის მხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ამ დარგის მხარდასაჭერად სხვადასხვა ფორმით სახელმწიფოს მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები. მუდმივად იზრდება ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება წარმოება და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. დღევანდელი დღეც არის იმის დასტური, რომ არის ნდობა და განსაკუთრებული ინტერესი ამ დარგის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული ხელშეწყობა. უნდა გაგრძელდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე