ჩეხეთში საქართველოს ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო უწყებაში 1996 წლიდან მუშაობს. 2009-2013 წლებში ის იყო ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2013 -2015 წლებში – საგანგებო დავალებათა ელჩი.
რუსლან აბაშიძეს საჯარო უწყებებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობებს.
რუსლან აბაშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”