ჩეხეთში ანდრეი ბაბიშმა მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმება გააფორმა

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO კოალიციურ მთავრობას მემარჯვენე ევროსკეპტიკოს პარტიებთან „მოტორისტები თავისთვის“ და „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ ქმნის.
„ჩვენი ორიენტაცია ნათელია, მაგრამ იქ მხოლოდ დამსწრეებად არ ვიქნებით. ევროპულ საბჭოში, ასევე ნატო-ში, ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბაბიშმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი