ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ცნობით, ქვეყანა ამ ნაბიჯით ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, დემონსტრაციების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებას პასუხობს.

ჩემი წინადადებით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ვიზების მოთხოვნა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ჩვენ ვპასუხობთ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, დემონსტრაციების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებას. ეს ღონისძიება აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს ოფიციალური პირებისთვის,” – წერს იან ლიპავსკი. 

ცნობისთვის, მანამდე, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია