ჩეხეთმა გაერო-ს უშიშროების რუსეთის მოწვევით გამართულ სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო

ჩეხეთმა ქალაქ ბელგოროდის დაბომბვის გამო ს მიერ მოწვეულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო.
„უარს ვაცხადებთ, რუსეთის მიერ სადმე დაბარებაზე. ჩეხეთი არ მოემსახურება აგრესორის ტყუილით მოწამლულ პროპაგანდას. სიამოვნებით მოვალთ, როდესაც რუსეთი მისი საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხის უშიშროების საბჭოში განხილვას მოისურვებს“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.
შეგახსენებთ, ბელგოროდის დაბომბვის გამო, რუსეთის მოწვევით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა თავდასხმისთვის ჩეხური იარაღის სისტემები გამოიყენა და სხდომაში ჩეხეთის მონაწილეობა მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ