ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.
ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
“ჩეხეთი გმობს საქართველოში ბოლო დროინდელ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენს ერთგულებას 230 000 ევროს სასწრაფო დაფინანსების სახით ვუმაგრებთ ზურგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით