ჩეხეთი რუსეთის კუთვნილ 50 ობიექტს დააყადაღებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელისუფლება დააყადაღებს 50-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც ეკუთვნის ს ფედერალურ სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვოს“. ქვეყნის მთავრობამ ამ კომპანიის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაშია მითითებული, დააყადაღებენ სა და კარლოვი-ვარიში მდებარე ობიექტებს. შეზღუდვებს არ ექვემდებარება მხოლოდ ოთხი შენობა, რომლებსაც რუსი დიპლომატები იყენებდნენ.

ერთი დღით ადრე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განმარტა, რომ სახელმწიფო დაბლოკავს სანქცირებული „გოსზაგრანსობსტვოს“ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო მისი ქონება მიწის რეესტრში გაყინულია, რათა კომპანიამ ვერ შეძლოს უძრავი ქონების გაყიდვა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გოსზაგრანსობსტვოს“ მართვაში არსებულ სახლებში ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, რომელზეც რუსეთს წვდომა არ ექნება.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას “სახელმწიფო ქონების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ “კიდევ ერთი ანტირუსული ნაბიჯი უწოდა“ და პრაღას საპასუხო ზომით დაემუქრა.

“ჩეხეთს, რომელსაც ქონებრივი აქტივები აქვს რუსეთში, უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გამოხტომა უპასუხოდ არ დარჩება. თავისი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად რუსეთი მიიღებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამართლებრივ სიბრტყეში”, – განაცხადა ზახაროვამ.
ჩეხურმა მედიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გამოიძია, რომ რუსეთის ფედერალური სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვო“ დიდ შემოსავალს იღებს დიპლომატებისთვის აშენებულ და ჩეხეთის საკუთრებაში არსებულ სახლებში ბინების გაქირავებით.

მიმდინარე წლის მაისში ჩეხეთის მთავრობამ გააუქმა ცხრა რეზოლუცია რუსეთის მიერ მიწის იმ ნაკვეთების უსასყიდლოდ გამოყენებაზე, რომლებზეც მდებარეობს პრაღაში (რუსეთის საელჩოს გვერდით), ასევე ბრნოში, კარლოვი-ვარიში, ვლკანჩიცასა და ევანში არსებული შენობები.
ჩეხეთში რუსეთის მიერ უსასყიდლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 92,001 კვადრატული მეტრია, აქედან 87,863 კვადრატული მეტრი ჩეხეთის სახელმწიფოს საკუთრებაშია.