ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ ჯარის გაგზავნას

ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრიანის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ ში ჯარის გაგზავნას, – განაცხადეს პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს, ში, “ვიშეგრადის ჯგუფის” (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
„არ ვუჭერთ მხარს უკრაინაში ჯარის გაგზავნას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ომში და გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ პრორუსული პოზიციით ცნობილი უნგრეთისა და ს პრემიერ-მინისტრები, და რობერტ ფიცო.

პრაღაში ჩასვლამდე ფიცომ „უკრაინელი ნეონაცისტები“ დაადანაშაულა 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებაში და განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძელი გახდება “მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის”.
ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პრაღაში შეხვედრამდე პარიზში გაიმართა კონფერენცია უკრაინის მხარდასაჭერად. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე ისაუბრეს ახალი კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს.
პარიზში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამომავლოდ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას.
სააგენტო AFP-ს ცნობით, 26 თებერვალს, პარიზში გამგზავრების წინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, პრორუსული პოზიციით ცნობილმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას. ფიცომ, ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზეზით, კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა.
უკრაინის დახმარების გარდა პრაღაში “ვიშეგრადის ჯგუფის” პრემიერ-მინისტრების ერთდღიანი შეხვედრის მთავარი საკითხებია ენერგეტიკული უსაფრთხოება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ცოტა ხნის წინ სახმელეთო საზღვრის კონტროლის გაძლიერება და დროებითი სასაზღვრო კონტროლის დაწესება მოჰყვა.
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.