ჩეხეთი გერმანიისგან „ლეოპარდის“ ტიპის ახალი ტანკების ყიდვას ცდილობს

ჩეხეთი, რომელმაც ომში მყოფ ს საბჭოთა პერიოდის დროინდელი ტანკები გადასცა, ახლა ცდილობს გერმანიისგან 30-მდე ახალი ტიპის ტანკი მიიღოს:15 საჩუქრად, 15 კი – გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან შეიძინოს, რომელთა ჯამური ღირებულებაც ასობით ათასი მილიონი ევროა.
გერმანიისგან ჩეხეთს შემოწირულობის სახით უკვე აქვს მიღებული 15 „ლეოპარდ 2A4“- ის ტიპის საბრძოლო ტანკები. თუ მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულება, ჩეხეთს უახლოეს რამდენიმე წელში, სულ 42 ახალი, თანამედროვე ტიპის საბრძოლო ტანკი ეყოლება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – ასზე მეტი.
„2030 წლის შემდეგ ჩეხეთის არმიას შეძლება ჰყავდეს 100-ზე მეტი “ლეოპარდ 2″-ის ტიპის ტანკი აქტიურ მზადყოფნაში და რეზერვში“, – წერია ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩეხეთსა და გერმანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ს საერთო ჯამში 70 ტანკის შეძენა სურს, რათა ჩაანაცვლოს ის საბჭოთა ტანკები, რომელიც ბოლო მონაცემებით რამდენიმე ათეულია დარჩენილი. მათგან 30 მოდერნიზებული „ტე-72“-ის ტიპის ტანკია, რამდენიმე კი „ტე72“-ის ტიპის არამოდერნიზებული ტანკი. ამ ტანკების ნაწილი ჩეხეთმა უკრაინას ს აგრესიასთან გამკლავებაში დასახმარებლად უკვე გაუგზავნა.
„ლეოპარდ 2”-ის ტიპის ტანკები გერმანული კომპანიების „რეინმენტალის“ და „კრაუს-მაფეი ვეგმანის“ ერთობლივი ნამუშევარია. ამ ტიპის ტანკები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, მათი მთავარი “კონკურენტი” ამერიკული „აბრამსებია“.