ჩეხეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირმა “რადიო თავისუფლება” იყიდოს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მან ევროპელ კოლეგებს “რადიო თავისუფლების” ყიდვა შესთავაზა.

ლიპავსკის თქმით, მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე “რადიო თავისუფლების” საკითხი დააყენა.

“ჩვენ [ევროკავშირი], რა თქმა უნდა ვხედავთ “რადიო თავისუფლების” ღირებულებას და თუ ჩვენ ვხედავთ ამ ღირებულებას, აქვს აზრი განვიხილოთ [“რადიო თავისუფლების”] მომავლის უზრუნველყოფის გზები, კერძოდ კი მისი შესყიდვა”, – უთხრა ლიპავსკიმ “უკრაინსკაია პრავდას” ევროპულ ბიუროს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის “რადიო თავისუფლების” დაფინანსება ავტომატურად არ შეუძლია, თუმცა ეს რეალური ბიძგია, რომ გზა მოიძებნოს.

შეგახსენებთ, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, “რადიო თავისუფლებას” გრანტები შეუწყდა.