ჩეხეთის სენატი მთავრობას: დაასანქცირეთ ქართველი მაღალჩინოსნები და მოსამართლეები

ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირებისა და რეჟიმის მოსამართლეების დასანქცირებისკენ.

“[სენატი] მოუწოდებს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას, დაუწესოს სანქციები პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აქციების ძალადობრივად ჩახშობაში. ასევე, სენატმა განიხილა სანქციების გაფართოება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ” – წერია რეზოლუციაში.

ასევე, ჩეხეთის სენატი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დასკვნებიდან გამომდინარე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ სამართლიან პირობებში არ ჩატარდა, რის გამოც, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ აღიაროს ამ ს ლეგიტიმურობა.

“ევროპარლამენტის დასკვნების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევო ზეწოლა, არჩევნების დღეს მანიპულაცია და დამკვირვებელთა შეზღუდული წვდომა ნიშნავს, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას და ამიტომაც არ შეიძლება, ის ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას – ჩვენს ე.წ. კოლეგებს გილოცავთ ბედობას, დაგებედათ „ნაცმოძრაობის“ შეკვეთების გამოტანა პარლამენტში – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა! გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ!

ირაკლი კობახიძე – ქალბატონ კალასს კითხვა დაუსვეს ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაზე პასუხსაც გვერდი აუარა, რადგან პასუხი არ არსებობს – თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტია, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით იყენებს