ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პუტინი არის ლაჩარი, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ესხმის თავს – დღეს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბარი აგრესორის მხარდაჭერას ნიშნავს

პუტინი თავს იკატუნებს, რომ ომის დასრულება სურს, სინამდვილეში კი, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლას ცდილობს, – ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
მისი თქმით, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც დედა და მისი ორი თვის ბავშვი დაიღუპნენ.
„ლაჩარი, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ესხმის თავს. დღეს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბარი აგრესორის მხარდაჭერას ნიშნავს“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.