ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში მთელ დასავლეთს მოუტანს მარცხს.
ინტერვიუში, რომელიც მან გაზეთ The Sunday Times-ს მისცა პრაღის ციხესიმაგრეში, იმავე ადგილას, სადაც ჰიტლერმა 1939 წელს ბოჰემიისა და მორავიის „პროტექტორატი“ გამოაცხადა, პაველმა დასავლეთის დღევანდელი ქცევა შეადარა მეორე მსოფლიო ომამდე გამართული სამშვიდობო პოლიტიკას. მისი თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ცნობები აშშ-სა და რუსეთის თითქოსდა საიდუმლო მოლაპარაკებებზე, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების გადაცემაზე, საშიშად ჰგავს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას.
„თუ რუსეთს მივცემთ საშუალებას, ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით“, – აღნიშნა პაველმა.




