ჩეხეთის პრეზიდენტი – უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ – შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ

2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს.
„უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ და ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით არ იქნება. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთსა და -ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა.
„მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება შედგეს იქამდე, სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)