ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება.
მათი ცნობით, გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა.
„მისიამ დაადგინა, რომ დამცავმა კონსტრუქციამ ძირითადი უსაფრთხოების ფუნქციები დაკარგა, თუმცა მონიტორინგის სისტემებს მუდმივი დაზიანება არ მიუღიათ.
შეკეთების სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხანგრძლივი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი აღდგენაა საჭირო“, – განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს, გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონით დარტყმის შემდეგ მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დრონი რუსულმა ძალებმა გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…