ჩერნიგოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისმოადგილე, ალექსეი კულება ავრცელებს.
ალექსეი კულებას ცნობით, ჩერნიგოვში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9 საათზე, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაიკლ კარპენტერი – შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – ეს ორი რამ თავსებადი არ არის – გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ