ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ქალაქ ჩერნიგოვზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა 78 ადამიანი. 37 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულთა შორის არის 4 ბავშვი.
17 აპრილს, დილით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ჩერნიგოვის მერის, ალექსანდრ ლომაკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა შენობები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.
“09:03 საათზე ქალაქში სამი აფეთქება გაისმა, ეს არის არა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, არამედ მჭიდროდ დასახლებული მიკრორაიონი, ეს არის პირდაპირი დარტყმა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, რვასართულიან შენობაზე”. – თქვა ლომაკომ.