უმარტივესია. ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, თავისუფალ მედიას [რაცხავენ უცხო ქვეყნის ინტერესად].
ტაბულა ნამდვილად არის თავისუფალი მედია, თავისუფალი მედია არ ნიშნავს იდეოლოგიისგან თავისუფალ მედიას, თავისუფალი მედია ნიშნავს რეჟიმის გავლენისგან და პარტიული გავლენისგან თავისუფალ მედიას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ტაბულა არ ემსახურება საჯარო ინტერესს, თვითონ ქოცებიც აღიარებენ იმას, რომ ტაბულა არის ზუსტი პუბლიკაცია, ტაბულა ამოწმებს, თოვლი რომ თეთრია, იმას.
ზუსტი ინფორმაცია რომ აინტერესებთ, ადამიანები, მათ შორის, ჩვენი იდეოლოგიური მტრები, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური მტრები გარბიან და ტაბულას ამოწმებენ, ტაბულას არსებობა არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, ტაბულას ერჩოდა მიშა სააკაშვილი, ტაბულას ერჩოდა ბიძინა ივანიშვილი, მის გაქრობას ცდილობდა ეს ორი მონსტრი, ტაბულა გადაარჩინა და თავისუფლება შეუნარჩუნა, ტაბულას თანამშრომლებს თავმოყვარეობა შეუნარჩუნა სწორედ იმ დახმარებამ, რაც თავისუფალი მედიისთვის არის განსაზღვრული და ეს იყო ქართული საქმის კეთება. ამას უცხო ინტერესების სამსახურს არ დავარქმევინებთ არავის, ეს კარგად დაიმახსოვრონ.
მე ვაგრძელებ, მე და ჩემი თანამოაზრეები, ტაბულა იქნება ეს, თავისუფლების ინსტიტუტი იქნება, ევროპული საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, ჩვენ ვემსახურებით ქართულ საქმეს, ვინც ჩვენს სამსახურს, რომც არ გვეთანხმებოდეს, უცხო ქვეყნის სამსახურად რაცხავს, ის არის რუსი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ამას წყალი არ გაუვა.
არ შეიძლება, ილიას მემკვიდრეობა იყოს უცხო ქვეყნის სამსახური, მდინარაძე მაგას აკეთებს, მედიაპლურალიზმს, ილიას დატოვებულ საქმეს რაცხავს უცხო ქვეყნის სამსახურად, ესენი არიან სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის შთამომავლები, ესენი არიან რუსები, ამათ ეთნიკურ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი არიან რუსები, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა ფშაველას, გენერალ კვინიტაძეს, პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობას უცხო ინტერესების სამსახურად რაცხავენ, საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას მიიჩნევენ უცხო ქვეყნის ინტერესად.
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველის ეთერში. მას კითხვა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებზე დაუსვეს.
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “თუკი ვინმე, კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან, ან ამოვიღოთ, რაც გნებავთ, ის ვქნათ”. მისი თქმით, ჟურნალისტებს ერთ დღეს აძლევდა ვადას, რათა ეთქვათ, “რატომ აზიანებს [რუსული კანონი] საქართველოში რაღაცას, რასაც არ აზიანებს ევროპაში”.