ჩემს ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანენ, სავარაუდოდ – ზურა ჯაფარიძე

“ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ” – ინფორმაციას პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გია ჯაფარიძე სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
იქამდე, დღეს საღამოს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესაც დაესხნენ თავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც სცემეს. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო. ის ამ წუთებში ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.
“არ შეგვეშინდეს, ვერ მოგვერევიან, ესენი არიან ლაჩრები, ესენი არიან მშიშრები, ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები” – თქვა ჩიქოვანმა TV პირველთან.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ წინ პრემიერმინისტრმა მ დიმიტრი ჩიქოვანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.