2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება, რუმინელი არბიტრი იშტვან კოვაჩი განსჯის.
უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის მქონე მსაჯს, 40 წლის კოვაჩს თანამემამულეები, მიხაი მარიკა და ფერენც ტუნიოგი დაეხმარებიან. მეოთხე არბიტრი პორტუგალიელი ჟოაო პინეირო იქნება. ვიდეორეფერიზე პასუხისმგებელი კი ნიდერლანდელი დენის იგლერია.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისა“ და მილანის „ინტერის“ შეხვედრა 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩს მიუნხენის სტადიონი „ალიანს არენა“ უმასპინძლებს.
1tv.ge
