“ალ იტიჰადის” ფორვარდი კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის პროლიგის სათამაშო დონით იმედგაცრუებულია და კლუბიდან სასწრაფოდ წასვლა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ალ იტიჰადი” ბენზემას მარტივად გაშვებას არ აპირებს, ფრანგს არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და კარიმის გაყიდვას მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში დათანხმდებიან.
მიმდინარე სეზონში 36 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.