“ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, – ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი” – მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს

ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა ფეხბურთელებს მიმართავს, მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებს.

“მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა, არაერთხელ მითქვამს, 20 წელი ვიცხოვრე ევროპაში, არ შეიძლება მე მასწავლიდეს , რომელმაც მარტო სურათებით იცის ევროპა, რას ნიშნავს ევროპა? მე შოლცით და შარლ მიშელით არ ვსაზღვრავ ევროპას. ბევრად მეტი ღირებულება ვიცი, ჩემი ღირებულება და იდენტობა ჩავიტანე იქ და იქიდან ავიღე ზუსტად კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, რაზეც დგას და რასაც ფუნდამენტური ძალა აქვს ევროპაში.

ამიტომ არის, რომ დღეს ჩემი უმცროსი კოლეგებით, ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებენ ეს ნაძირალები. ჩვენ გავუკვლიეთ გზა ჩვენს პატარა ძმებს. მათი მშობლების თაობა ვართ. ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ევროპის წევრია, დიახ, ჩვენი გზა ევროპაშია“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში