ჩემო ქართველებო, ქართველო დედებო, გეხვეწებით, გემუდარებით, სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენი შვილებისთვის – წარსული არასდროს არის დავიწყებული

ჩემო ქართველებო, ქართველო დედებო, გეხვეწებით, გემუდარებით, სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენი შვილებისთვის – წარსული არასდროს არის დავიწყებული, – განაცხადა გიორგი ზერეკიძის დედამ, ლიკა ზერეკიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ .
„ჩემო ქართველებო, ქართველო დედებო, გააკეთეთ სწორი არჩევანი, მშვიდობაზე, თქვენი შვილების მომავლისთვის. წარსული არასოდეს არის დავიწყებული. ეს ასე უნდა მომხდარიყო, საჭირო იყო იმისთვის, რომ შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლებულიყო. ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილიც მონსტრი იყო და კიდევ ჰყავდა მონსტრები. ეს დრო იყო საჭირო, მეც ხმის ამოუღებლად წამოვედი და იტალიაში ვმსახურობ, მაგრამ თუ სამშობლოს დასჭირდა დღესვე ჩამოვალ და ქართველ ქალებს წინ დავუდგები. მე მომხვდეს პირველი ტყვია. „ნაცებისგან“ მე უკვე მკვდარი ვარ. ამიტომ გეხვეწებით, გემუდარებით, სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენი შვილებისთვის“, – აღნიშნა ლიკა ზერეკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად