,, ჩემი ძმა სულ 18 წლის იყო…სახლიდან ომში გაიპარა და ტამიშთან დაიღუპა… მეც ომში ვიყავი მაგ დროს” – მაკა რაზმაძე

,, ჩემი ძმა სულ 18 წლის იყო…სახლიდან ომში გაიპარა და ტამიშთან დაიღუპა… მეც ომში ვიყავი მაგ დროს” –
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ფოტოებს აქვეყნებს და სოხუმის დაცემის დღეს ემოციური პოსტით იხსენებს:
-“ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები…”
-ჩემი ძმა სულ 18 წლის იყო…სახლიდან ომში გაიპარა და ტამიშთან დაიღუპა…პირველ ფოტოზე ის არის-ჩემი გიორგი… მე თვითონაც ომში ვიყავი მაგ დროს …მე კამერით ხელში…შუა ფოტოზეც სოხუმში ვართ.მაშინდელი ს მთავრობის მეთაური თამაზ ნადარეიშვილი და მე.გარეთ ომია,ჩვენ ინტერვიუს ვწერთ და თან სროლა ისმის…ბოლომდე ვიბრძოლეთ,მაგრამ წავაგეთ ეს ომი ჩვენზე ბევრად დიდ და მონსტრ რუსეთთან…ჯერ იყო საშინელი სიმწარე,მერე სიბრაზე და საშინელი უმწეობის შეგრძნება… მერე მაინც პათოსი და დაბრუნებისთვის ბრძოლა…მერე ცოტა შეგუება და იქაურის აქ დამკვიდრება, ილუზიების თამაში: იქაური მთავრობა აქ,თეატრი,მისამართები…მერე იმ საშინელი პანაშვიდივით ბილბორდით აჭრელებული ქუჩები ” გვახსოვდეს აფხაზეთი”…მერე სინანული და ცოტა უიმედობაც…მერე
თაობები დაიბადნენ,გაიზარდნენ და ამ რეალობის გარდა სხვა არც აქვთ ნანახი…არ უნახავთ სინოპის და კელასურის ქვიშიანი ნაპირები და აფხაზეთის ხასხასა,გამჭვირვალე ზღვა…სოხუმის კრიალა ქვაფენილიანი ქუჩები…და მაინც აფხაზეთზე ლაპარაკობენ,ოცნებობენ,უყვართ

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო – მზია ამაღლობელი ციხიდან ემუდარება ევროპას საქართველო რუსეთთან არ მიატოვოს – ევროპა სირცხვილისთვის ჯილდოს იმსახურებს უმოქმედობისთვის მაშინ, როდესაც ქართველებს მათი არჩევნები და მათი მომავალი მოჰპარეს