“ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!” – როინ ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას აფიქსირებს.
„ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“ – წერს როინ ქოჩორაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ დის შვილის სთორი გამოაქვეყნა. მოგვიანებით, მხოლოდ ამ ფოტოს გამო, მისი გვერდი დაარეპორტოს, ხოლო, დღეს, დედაქალაქის მერმა, კალაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა იმიტომ გამოაქვეყნა ქოჩორაშვილმა, რომ ნაცია.
შეგახსენებთ, გუშინ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ