“ჩემი სახელით, ყალბი ანგარიშით აშავებენ ძალიან კარგ ბიჭს, წარწერისთვის “ქოცებო, თქვე ნაცებო” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , სოციალურ ქსელში, წერს:
ჩემი სახელით მოქმედი ყალბი TIK-TOK ანგარიში ძალიან კარგ ბიჭს, იაკობ ჯანგავაძეს იმისათვის აშავებს, რომ მას აცვია მაისური წარწერით “ქოცებო თქვე ნაცებო”. რაც არ უნდა ჩაიცვან, ეს ახალგაზრდები ისტორიულ საქმეს აკეთებენ და მათზე თავდასხმა ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
ისე ცნობისათვის, არაფერი ისე არ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. თუ ჩემი არ გჯერათ, ვლადიმერ პუტინსა და რუსეთს ჰკითხეთ. ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, რომელიც მათ დააბრუნეს. ჩვენ ავაშენეთ ყველა მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ესენი ბოლო 12 წელია უროთი არიან მიმდგარნი და არბევენ. ჩვენ დროს, საქართველოს მსოფლიო შენატროდა, ჩვენ გავიყვანეთ საქართველო უმაღლეს მსოფლიო ასპარეზზე. ამათ ახლა ქვეყნის სრულ იზოლაციამდე მივყავართ. ჩვენ პირველებმა ავწიეთ ევროკავშირისა და ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, რომლებიც ამათ ძალიან აღიზიანებთ. 2007 წელს, სახალხო პროტესტის შედეგად, მე გადავდექი და 2012 წელს, არჩევნებით დავტოვეთ ხელისუფლება – ესენი ამის გაკეთებას ნებისმიერ ფასად არ აპირებენ.
დაბოლოს, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ესენი კი, მტერს გვაბარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ