ჩემი იქ მისვლის შემდეგ თუ „ნაც. მოძრაობას“ უთხრეს, აღარ აგკრძალავთო, მადლობა მაინც მითხრან – გახარია

ექსპრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, უკავშირებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებას.
„ჩემი იქ მისვლის შემდეგ თუ გამოვიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს, რომ აღარ აგკრძალავთო, მადლობა ერთი მაინც მითხრან და დამთავრებულია ამით საქმე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
„იმის მაგივრად, რომ „ოცნებასთან“ ერთად ერთი და იმავე სიტყვებით [მაკრიტიკონ]. ერთნაირად გვესხმიან თავს. ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა გახარიამ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.
· „ქართული ოცნება“ თვეებია, საუბრობს არა მხოლოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე, არამედ არაერთ პარტიაზე, რომლებსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს;
· „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნება“ გახარიას პარტიასაც მოიაზრებს;
· ეს მ ჯერ კიდევ 2024 წლის 23 აგვისტოს დაადასტურა, როდესაც ჟურნალისტებმა ამ პარტიების დაკონკრეტება ჰკითხეს, ვისი აკრძალვის დაპირებას გასცემდა საარჩევნოდ.
გიორგი გახარიამ 15 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია ემზადება ერთდროულად ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო სათვის 2025 წლის ოქტომბერში.
„ქართული ოცნების“ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერსა და პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, ყოფილმა თანაგუნდელებმა 14 აპრილს ექვსი საათის განმავლობაში არაერთ საკითხზე დაუსვეს კითხვები.
ს თავმჯდომარეობით მიმდინარე საგამოძიებო კომისიის ხანგრძლივ და ხმაურიან სხდომაზე განიხილეს გახარიას პოსტიდან გადადგომამდე განვითარებული მოვლენები: 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“, იქამდე – რუსი კომუნისტი დეპუტატის საქართველოში შემოშვება, ს „უხილავი“ ჩარევა და სხვა საკითხები.
მას შემდეგ, რაც 14 აპრილს გიორგი გახარია პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე მივიდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ის გააკრიტიკეს იმის გამო, რომ დაარღვია სალომე ზურაბიშვილთან „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში არსებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პარტიები არ მონაწილეობენ კომისიის სხდომებში, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.