სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი:
“ქოცების ყველა სოციალურ ქსელს გადავხედე;
ყველა დიდქოცის სოციალურ ქსელს გადავხედე;
ყველა მათი პროპაგანდული მედიის გვერდს გადავხედე.
გუშინდელი წაგების შემდეგ,
ერთი გამამხნევებელი პოსტი არ ეწერათ ეროვნული ნაკრები-ს მხარდასაჭერად.
საერთოდ არაფერი ეწერათ,
გეგონება გუშინდელი საღამო გააქრეს ცხოვრებიდან. არადა რომ გაემარჯვათ,
ყაველადან დაწყებული,
კალაძეთი დამთავრებული,
ჰო ყველა იპოზიორებდა ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად
და ააჭრელებდნენ სოციალურ ქსელებს?! ჰოდა კარგად რომ განვმარტო
რატომ აღარ ვარ “ეროვნული ნაკრების” გულშემატკივარი:
როცა ბიჭი,
რომელიც მათ გამო,
პირველად გავიდა საზღვრებს გარეთ
და გერმანიაში მათ გამო ჩაფრინდა;
როცა ბიჭი,
რომელიც
რომ აგებდა “ეროვნული ნაკრები”,
მაშინაც პოსტებს წერდა და ამხნევებდა ბიჭებს;
როცა ეს ბიჭი დაიჭირეს აბსოლუტურად არაფრის გამო;
როცა ციხეში გამოკეტეს;
ვერაფერი დაუმტკიცეს,
მაგრამ მაინც წლობით ციხე მიუსაჯეს,
ესაო სპორტიაო,
ჩვენაო სპორტსმენები ვართო და კომენტარს ვერ გავაკეთებთო. ჰოდა ძვირფასებო,
რომ იგებთ
და ქოცების პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული,
კალაძეთი დამთავრებული,
ყველა თქვენთან ერთად ფოტოს იღებს,
როცა ყველგან თქვენთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ,
აი ეგაა პოლიტიკაში ჩარევა და თქვენი გამოყენება,
ხოლო როცა უდანაშაულო ბიჭზე ხმას იღებ,
ეგ არაა პოლიტიკა,
ეგაა ღირსება! და კიდევ ხაზგასმით,
გუშინ რომ მოეგოთ თურქეთში,
იმ საღამოს ყველა პროპაგანდისტული არხი,
კადრებს აჩვენებდა როგორ აღნიშნავს დიდქოცობა გამარჯვებას ეროვნულ ნაკრებთან,
როგორ პოზირებენ და როგორი ბედნიერები არიან. ყველა გვერდზე, ქოცი იქნებოდა გამოჭიმული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად,
ის ქოცი,
რომელსაც თბილისში ამომრჩევლის 20% უჭერს მხარს, მაგრამ ძალით მიიტაცა არჩევნები;
ის ქოცი, რომელსაც მოსახლეობის 30% ძალით და დაშინებით უჭერს ხარს,
მაგრამ ძალით მიიტაცა არჩრვნები! ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას,
ფეხბურთში გამარჯვებით
და ფეხბურთელებთან პოზირებით
შეეცდებოდნენ,
რადგან ფეხბურთი ჭეშმარიტად სახალხო თამაშია
და ჰო,
ესაა სწორედ პოლიტიკაში ჩარევა! ამიტომ ჰო,
იმდენად მძაგს ფეხბურთის გამოყენება
პოლიტიკური მიზნებისთვის,
რომ არ ვგულშემატკივრობ მათ,
რადგან გააზრებით ვიცი:
მათი გამარჯვება,
რუსული პროპაგანდის იარაღია,
ხალხზე ზემოქმედებისთვის
და კი,
ესაა სწორედ ქოცობა,
რომ იმარჯვებ და გიყენებს
და როცა აგებ,
ერთ სამადლობელ და გამამხნევებელ სიტყვასაც კი არ იმეტებს შენთვის! ნამდვილი სიყვარული კი ამ ბიჭების გულშია.
ჰოდა კი,
ჩემი ეროვნული ნაკრები,
ჭეშმარიტად ციხეშია გამოკეტილი
რუსული რეჟიმის მიერ!”
