“ჩემი აზრით, “ნაპოლის” ეს სპეციალისტი ჩაიბარებს” – ფედელე

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Ottochannel-თან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “პარტენოპეის” დიდი ალბათობით, “ატალანტას” მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ჩაიბარებს.
“ჩემი აზრით, “ნაპოლის” გასპერინი ჩაიბარებს, თუ დე ლაურენტისმა მისი დაყოლიება ვერ მოახერხა, მაშინ წინ პიოლის კანდიდატურა წამოიწევს. გასპერინის შემადგენლობის შეცვლა მოუწევს, რადგან მისი საფეხბურთო ფილოსოფია “პარტენოპეის” სათამაშო სტილისგან სრულად განსხვავდება”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატის ბოლო ტურში “ლეჩეს” დაუპირისპირდება. შეხვედრა
26 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.