“ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ” – სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

Youtube-ზე გადაცემა “ამბასადორი სპორტის” სტუმარი სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე გახლდათ, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, “ჯვაროსანთა” მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრები განვითარების იმ დონეზეა, რომ უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ესაჭიროება.
“თანახმა ვარ, რომ სანიოლი შეცვალონ. არი ვარიანტი, რომ დავიცადოთ და ვნახოთ, თუ რა მეტოქეები გვეყოლებიან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
სანიოლის გაშვება მერე არ გამოვა. თუ მან დაიწყო ერთა ლიგა და ნაკრების დამრიგებელი ის იყო, სჯობს,
რომ დარჩეს.
3 წლის ბავშვი, რომ გყავს და შემდეგ 7 წლის გახდება, ხო უკვე სხვანაირი მიდგომა უნდა? – ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები გაიზარდა და ძალიან არ მინდა ნაკრებმა განვითარებით მთავარ მწვრთნელს გაასწროს.
მახსოვს, რომ გვყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით იმ ფეხბურთელებს კლასს ვერ შეესაბამებოდნენ, რომლებიც ნაკრებში გვყავდა და ეს მუდმივად იწვევდა დაპირისპირებას და იყო არასასურველი სიტუაცია. ფეხბურთელები მაშინ კარგავდნენ მთავარი მწვრთნელის ნდობას.
საერთოდ არ მინდა, რომ სანიოლი აქამდე მივიდეს. ამის საფასური მას არაფერი გაუკეთებია და პირიქით, დიდი მადლობები ეკუთვნის. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება, რადგან ამოცანაც უკვე სხვა გვაქვს”, – თქვა ცნობილაძემ.
ვფიქრობ, სანიოლი მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. პირველი იმიტომ, რომ კარგი, სწორი ჟესტი იქნება, მეორე კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს და არაფერი დაუშავებია, რომ გაუწყვიტონ და გაუშვან და მესამე იმიტომ, რომ გუნდს უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა ურთიერთობის და თუ რამოდენიმე თამაშს არ ჩავთვლით პრინციპში სანიოლის მიმართ არ არსებობს საბაბი და სასაყვედურო. გაშვება თან ესე მოქმედი კონტრაქტისას მაინც ნიშნავს, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ.