“ჩემთვის პარლამენტი სადაო ლეგიტიმაციისაა”; “სადაო როგორ? საკუთარ თავს ედავები?” – ტრაპაიძე და გვარამია

“ჩემთვის პარლამენტი სადაო ლეგიტიმაციისაა”; “სადაო როგორ? საკუთარ თავს ედავები?” – ტრაპაიძე და გვარამია
ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვების პასუხად, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ხსნიდა, რა განსხვავებაა ოფიციალურად სასამართლოსა და პარლამენტს შორის, რომ სასამართლო კი ცუდია, ძალიან ცუდიც, მაგრამ მას ოფიციალურად არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, განსხვავებით პარლამენტისგან. რის შემდეგაც, ეთერში პარლამენტის ლეგიტიმაციაზე დაისვა კითხვა.
ნიკა გვარამია:
-მართალია მურუსიძის სასამართლო მართლმსაჯულების გარდა ყველაფერს ახორციელებს, მაგრამ ლეგიტიმაციის პრობლემა, ფორმალური თვალსაზრისით, არ აქვს. საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ორგანო არ არის. მურუსიძის სასამართლო არის ცუდი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არალეგიტიმურია, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, ის არავის უცვნია.
დიანა ტრაპაიძე:
ანუ, არააღიარებაზე როცა ლაპარაკობთ… მხოლოდ თქვენს მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ ორგანოებს.
ნიკა გვარამია:
სასამართლოში რომ გამოგიძახონ, არ მიხვალთ?
დიანა ტრაპაიძე:
აუცილებლად მივალ.
ნიკა გვარამია:
და პარლამენტის ლეგიტიმაციასთან როგორია თქვენი დამოკიდებულება?
დიანა ტრაპაიძე:
ნუ, სადაო ლეგიტიმაციისა, ვინაიდან მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიაა იქ წარმოდგენილი. თქვენს მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებამ აქცია ის სადაოდ.
ნიკა გვარამია:
საკუთარ თავს ხომ არ შეედავებით? თქვენთვის როგორია ეგ მითხარით.
დიანა ტრაპაიძე:
ჩემთვის სადაო ლეგიტიმაციის, მოდი ასე ვიტყვი.
ნიკა გვარამია:
სადაო როგორ? საკუთარ თავს ედავებით? ეგ ვერ გავიგე. ანუ, თქვენთვის ლეგიტიმურია პარლამენტი, რომლის შედეგები არავინ ცნო? არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით არც ერთმა პოლიტიკურმა აქტორმა?
დიანა ტრაპაიძე:
ქვეყნის გარეთ აღიარეს ახლა ვიღაცეებმა.
ნიკა გვარამია:
ნუ, ვიღაცეები რა, ჰამასი თუ არის რამე წონის..
დიანა ტრაპაიძე:
თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი,
ნიკა გვარამია:
არც ერთი ეს ქვეყანა არ არის კლასიკური დემოკრატია.
დიანა ტრაპაიძე:
ჩინეთი…
ნიკა გვარამია:
ეს საკითხი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვამი, იმედია, სადაოს თქვენთვის ჩინეთის აღიარება არ ქმნის და შეიძლება რამე სხვა არგუმენტი გაქვთ პარლამენტის ლეგიტიმაციის…

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!