ჩაძირვამდე რამდენიმე საათით ადრე “ტიტანიკიდან” ბრიტანელმა ბიზნესმენმა წერილი გააგზავნა: წლების შემდეგ ბარათი 25000 დოლარად გაიყიდა

ტი­ტა­ნი­კის მგზავ­რის მიერ და­წე­რი­ლი სა­ფოს­ტო ბა­რა­თი, რო­მე­ლიც გე­მის ჩა­ძირ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­იგ­ზავ­ნა, აუქ­ცი­ონ­ზე ათა­სო­ბით დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

  • SWNS-ის ცნო­ბით, სა­ფოს­ტო ბა­რა­თი პირ­ვე­ლი კლა­სის მგზავ­რმა და ბრი­ტა­ნელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა რი­ჩარდ უი­ლი­ამ სმიტ­მა ფოს­ტით გაგ­ზავ­ნა კორ­კი­დან ნორ­ვიჩ­ში.

“კარ­გად ვირ­ბი­ნე ქუ­ინსთა­უნ­ში. უბ­რა­ლოდ გა­ვემ­გზავ­რე­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბის ქვე­ყა­ნა­ში, იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ნი კარ­გად ხართ სახ­ლში. პა­ტი­ვის­ცე­მით, RWS” – ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

  • ეს ჩა­ნა­წე­რი 1912 წლის 11 აპ­რი­ლით თა­რიღ­დე­ბა – სამი დღის შემ­დეგ ტი­ტა­ნი­კი აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა. თა­ვად სმი­ტი 1500 სხვა მგზავ­რთან და ეკი­პა­ჟის წევ­რებ­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა.

ის­ტო­რი­უ­ლი ბა­რა­თი ტი­ტა­ნი­კის ასო­ბით არ­ტე­ფაქ­ტი­დან ერთ-ერთი იყო, რო­მე­ლიც აუქ­ცი­ონ­ზე ჰენ­რი ოლდრი­ჯ­მა გა­ყი­და:

”ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვია, რად­გან ეს ბოლო წე­რი­ლია, რო­მე­ლიც სმიტ­მა თა­ვის ოჯახს გა­უგ­ზავ­ნა”, – გა­ნუ­ცხა­და აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლის მმარ­თველ­მა დი­რექ­ტორ­მა ენ­დრიუ ოლდრი­ჯ­მა გა­მო­ცე­მას.

სა­ფოს­ტო ბა­რა­თის გარ­და, აუქ­ცი­ონ­ზე 18 კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­როს Tiffany & Co-ს ჯი­ბის სა­ა­თი გა­ი­ყი­და, რო­მე­ლიც ტი­ტა­ნი­კის კა­პი­ტანს არ­ტურ როს­ტრონს ეკუთ­ვნო­და. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,976 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

1912 წლის 14 აპ­რილს, 22:40-ზე, ტი­ტა­ნი­კი აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა. 15 აპ­რი­ლის დი­ლით გემი ჩა­ი­ძი­რა. ჩა­ძირ­ვამ 1,517 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია. დიდი მსხვერ­პლი ნა­წი­ლობ­რივ იმით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ გემ­ზე საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ნავი არ აღ­მოჩ­ნდა.

წყა­რო