ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება – პელე 2 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

პელეს გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა, 2022 წლის ბოლოს ლეგენდამ დაგვასევდიანა…
“აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება” – წერდა ტიციან ტაბიძე. ყველანი რაღაცას ვცდილობთ, გვინდა ჩვენი შრომა ისტორიას და შთამომავლებს შემორჩეს, თუმცა, როგორია, იყო იმდენად დიდი, რომ საზომი გახდე მათთვისაც, ვისაც შენს დროში არც კი უცხოვრია. პელე ასეთი იყო – მეტრი არამხოლოდ ფეხბურთში. თუკი რაიმეს საუკეთესოდ ასრულებ, პელე ხარ, ფეხბურთი საერთოდ გიყვარს თუ არა…
კახი კავსაძე – “მე, პელეს ნათლია” (1991)
ფილმში “მე, პელეს ნათლია”, ლეგენდარული
კახი კავსაძე მონაწილეობდა. გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მან თქვა – “ნეტა იქ თეატრი არის?!” “იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ფეხბურთს სამოთხეში ვითამაშებთ” – განაცხადა პელემ მარადონასთან გამოთხოვებისას. მონათესავე სულები ერთმანეთს აუცილებლად იპოვიან, ასეთი კი პელე, მარადონა თუ ასევე გარდაცვლილი იოჰან კრუიფი არიან.
მე-20 საუკუნის საფეხბურთო დიდება დასრულდა და ყველაფერი ეს ემოციების გარეშე არ გამოვა. ფეხბურთი სულ უზენაესი იქნება, სხვა ვარსკვლავებიც არიან და იარსებებენ, თუმცა პელე თავისუფალ ადგილს დატოვებს.
:
“ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება,
მთვარე ეღვრება ციდან იელებს,
ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება,
ეს შემზარავი სიცარიელე.”
პელეს როლი და მისია მართლაც შეუვსებელი დარჩება.
ის ამბობდა: “ხანდახან ღამით მეღვიძება და ვფიქრობ, კი მაგრამ, რატომ ვარ კიდევ პოპულარული? სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს”.
პელე. ვაჟა სიმონიშვილის კარიკატურა
წმინდა საფეხბურთო კომპონენტებზე ბევრი საუბარი საჭირო სულაც არაა, პელეს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ფეხბურთი 1970 წლიდან სხვანაირი გახდა და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ იყო, რომ რეპორტაჟები ფერადად გადაიცემოდა. დრო იცვლება, თუმცა პელემ თანაგუნდელებთან ერთად ადრევე ყველაფერი გვაჩვენა, რის გამოც ეს სახეობა ასე გვიყვარს. მისი როლი მართლაც გარდამტეხია.
პელე სიკვდილზეც საუბრობდა ხოლმე:
“დედამიწაზე ყველაფერი თამაშია, წარმავალი რამ. ჩვენ, ყველანი მოვკვდებით. ასე არაა”?
ფეხბურთის მეფის გარდაცვალებას მაშინვე მთელი მსოფლიო, მათ შორის, მოქმედი მოთამაშეებიც გამოეხმაურნენ. ყველას რაღაც სიმი ჩასწყდა და მათ სიტყვებში გულწრფელობა იგრძნობა.
კიდევაც დაიზრდებიან!..
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იქ მნიშვნელობა არ აქვს ბურთს როგორ აგორავებდი, ანდა სცენიდან ხალხს აცინებდი, თუ ვერ. იქ ადამიანს მოეკითხება აქ ჩადენი დანაშაულები, მაგალითად ეროვნული ხელისუფლების დამხობა.