ჩარკვიანი ადასტურებს, რომ გიორგობიანთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მისი ძმისშვილიც ფიგურირებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ადასტურებს, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფურ ძალადობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მისი ძმისშვილი ჯანსუღ (ჯაკო) ჩარკვიანია.
საუბარია საქმეზე, რომლის გამოც დაკავებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა (მანჩო) გიორგობიანი.
„[ჯაკოს] გარდაცვლილი მეგობრის დედამ [მანჩო გიორგობიანმა] დაურეკა, მცემენო. [-ს მიერ] გავრცელებულ ვიდეოში არის ყველაფერი, ისმის ეს ქალი [მანჩო გიორგობიანი] რომ ყვირის დავურეკავო. როგორც მე გავიგე, დაურეკა. ეს ქალი მანამდე ჩხუბობს და შემდეგ, როგორც ჩანს, ურეკავს მცემენ, მომეშველეო. ძალიან მეცოდება ჯაკო, ძალიან კარგი ბიჭია, როგორ აგიხსნათ, ძალიან მებრალება. მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავს მცემენო, ალბათ, ჩახვალ“, – განუცხადა TV პირველს თაკო ჩარკვიანმა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა (მანჩო) გიორგობიანი დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანჩო გიორგობიანი 9-წლიანი მუხლით დააკავეს