,, ჩამოშვებული ცხვირები ავწიოთ ზევით, ერთი კარგად გამოვიძინოთ და მომავალს მივაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

,, ჩამოშვებული ცხვირები ავწიოთ ზევით, ერთი კარგად გამოვიძინოთ და მომავალს მივაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,კარგია, რომ რაღაცეების ამოთქმა დაიწყო ხალხმა. ყველაფრის ბოლომდე თქმა და გააზრება ნიშნის მოგებისთვის არ გვჭირდება. რა დროს ეგ არის. ახლა მოცემულობაა ისეთი, რომ დიდი, სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს. მე პირადად მინდა ვიცოდე, ამ ბრძოლაში ვის შეიძლება ვენდო და ვის არა. ვისი იმედი შეიძლება მქონდეს და ვისი არა. ბევრი რამე რომ უკუღმა კეთდებოდა ვიცოდით, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებდით, იქნებ “შემთხვევით მაინც გაგვემარჯვა“. შემთხვევით გამარჯვება არ გამოვა, როცა მეორე მხარეს კარგად ორგანიზებული ბოროტება დგას. გამარჯვება უნდა გამოვჭედოთ დიდი შრომით და ბრძოლით. შევეგუოთ ამას, ჩამოშვებული ცხვირები ავწიოთ ზევით, ერთი კარგად გამოვიძინოთ და მომავალს მივაწვეთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში