ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ს მიმართვას ელჩებისადმი, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.
ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.
„ეს საყოველთაოდ ცნობილი აგენტი და საქართველოში აგენტთა მეთაურად დანიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დამრღვევად და მაშასადამე არალეგიტიმურად ცნობილი პრეზიდენტი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის! საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ამ უცხო არსებამ პირდაპირ მიმართა ქართველ ელჩებს, რომ მათ საბოტაჟი მოაწყონ და წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს სახელმწიფოს! ამიტომაც ვფიქრობთ – პრეზიდენტის სკამზე მოკალათებული ამ აშკარა დესტრუქციული და პროვოკატორი ელემენტის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე! აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
Previous: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

ასევე დაგაინტერესებთ

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი-მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა პრობლემას. მჯერა, მომავალი წლები კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება დედაქალაქისთვის