საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვივამედიდან” გავრცელებულ გზავნილში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე “ჩვენი ხმა ევროპას” ხელმოწერას ეხმაურება.
ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
გამარჯვების კოალიცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას. მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში. ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს.