,, ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და დაგვიბრუნდება. არ მოხდება” – თემურ ალასანია

ყოფილი პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია შტატებში ემიგრანტებს შეხვდა:
“დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რასაკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება. მოდი, შევულოცოთ ერთად და ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და დაგვიბრუნდება. არ მოხდება!
გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ბიძა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია