“ჩამოვაყალიბოთ ეროვნული წინააღმდეგობის ერთიანი გეგმა!” – თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები

ჯგუფი “ფარი” განცხადებას ავრცელებს:
“დღეს ყველანი უნდა დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ეროვნული წინააღმდეგობის ერთიანი გეგმა! ქართველი სამხედროები საქართველოს სამსახურში! ყველა ვეტერანი, ყველა ჯარისკაცი მხოლოდ ქვეყნის და ხალხის სამსახურში!”
ხელმომწერები:
გიორგი თავდგირიძე – პოლკოვნიკი, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი;
ვასილ გოგოლაძე – პოლკოვნიკი, სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ყოფილი უფროსი;
დათო მურღულაია – ვიცე პოლკოვნიკი;
კახაბერ ჩიქოვანი – ვიცე პოლკოვნიკი უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
დავით გუნაშვილი – თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი;
ვასილ გარსევანიშვილი – J1 სამხედრო პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე;
გიორგი შაიშმელაშვილი – თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი – გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში – თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“