ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” თამაში შემოატრიალა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ჩემპიონშიფის ოცდამესამე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „პორტსმუთს“ 2:1 მოუგო.
„უოტფორდმა“ პირველი ტაიმი 0:1 დათმო, შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.
მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლი შეფასებები მიიღო: sofascore 7.2, flashscore 7.2, whoscored 6.7.
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და 29 დეკემბერს „კარდიფ სიტის“ მიიღებს.
უოტფორდი – პორტსმუთი 2:1
გოლები: 0:1 სუონსონი (10), 1:1 კაიემბე (57, პენ), 2:1 ვატა
(90+5)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში