ჩაკვეტაძის “უოტფორდი” “ჰალთან” წაგებას გადაურჩა

ჩემპიონშიფის მეოცე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე აუტსაიდერ „ჰალთან“ ფრეს მიაღწია – 1:1.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე როკო ვატამ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.6, sofascore 7.2, whoscored 6.7.
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მერვე ადგილზეა და 15 დეკემბერს „ვესტ ბრომვიჩს“ მიიღებს.
ჰალი – უოტფორდი 1:1
გოლები: 1:0 ბედია (82), 1:1 ვატა (88)