ჩაკვეტაძის მეორე საგოლე პასი ჩემპიონშიპში – “უოტფორდმა” და “პლიმუთმა” უხვგოლიან მატჩში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]

ჩემპიონშიფის 26-ე ტურში “უოტფორდი” “პლიმუთს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

“ირმების” რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 გაატარა.

მე-11 წუთზე “უოტფორდი” ედუ კაიემბემ დააწინაურა. ამის შემდეგ “პლიმუთი” გააქტიურდა და მე-20 წუთზე ფინ აზაზმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

27-ე წუთზე “პლიმუთმა” კონტრშეტევისას წინ გასვლა მოახერხა, მორგან უიტეკერის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. 38-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ქუსლით პასი ისმაილ კონეს დაუტოვა და კანადელმაც ულამაზესი შორეული დარტყმით მეტოქესთან სხვაობა აღადგინა.

42-ე წუთზე “უოტფორდის” მეკარის შეცდომით რაიან ჰარდიმ ისარგებლა და “პლიმუთი”
კვლავ წინ გავიდა.
მეორე ტაიმში ვალერიან ისმაელის გუნდი გააქტიურდა და 57-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ “უოტფორდმა” ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ამრიგად, “უოტფორდი” ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, ვალერიენ ისმაილის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 6 იანვარს, “ჩესტერფილდის” წინააღმდეგ გამართავს.
ჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა – “უოტფორდი” მაინც დამარცხდა [VIDEO]

“გიორგი ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა” – Geo Team-ი დეტალებზე წერს

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში