ჩაკვეტაძე დაბრუნდა – “უოტფორდმა” “საუთჰემპტონთან” ქულა მოიპოვა

ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონთან“ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მიაღწია ფრეს – 1:1.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საზარდულის ტრავმა ჰქონდა, მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„უოტფორდმა“ ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 28 ქულით მეათე ადგილზეა და 12 დეკემბერს „იფსვიჩს“ უმასპინძლებს.
უოტფორდი – საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 ადამსი (56), 1:1 ჰილი (90+6)